fbpx

ათენის ინტერკულტურლი სკოლების შესახებ, სადაც მიმდინარეობს ბერძნული ენის საწავლება გვიამბობს მასწავლებელი

რა არის და როგორ მუშაობენ ინტერკულტურული სკოლები?  რით განსხვავდება სხვა დანარჩენი საჯარო დაწყებითი სკოლებისგან და როგორ ხდება  გაკვეთილის  ჩატარება სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებთან?  – შევეკითხეთ პალეო ფალიროს მუნიციპალიტეტის დაწყებითი მულტიკულტურული სკოლის მასწავლებელს ფოტინი კურკუნის.

ფოტინი უკვე ოთხი წელია ასწავლის პალიო ფალიროს მუნიციპალიტეტის ინტერკულტურულ სკოლაში. სკოლაში, სადაც სწავლობენ ჩვენი ბავშვები, რომლებმაც გარკვეული დროის წინ დატოვეს თავიაანთი ქვეყნები და ჩამოვიდნენ საბერძნეთში. როგორც ფოტინი გვეუბნება ყველა მასწავლებელს შეუძლია იმუშაოს ინტრეკულტურულ სკოლაში თუ ფლობს უცხო ენებს და აქვს მიღებული შესაბამისი განათლება – კვალიფიკაცია, რომ ბერძნების გარდა ასწავლონ სხვა ეროვნების ბავშვებს.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ საიდან არიან პალიო ფალიროს მუნიციპალიტეტის ინტერკულტურული სკოლის მოსაწავლეები, მასწავლებელმა გვიპასუხა: რომ ყველა ეროვნების ბავშვს შეუძლია ამ სკოლაში სწავლა, საკმარისია მხოლოდ არსებობდეს თავისუფალი ადგილი ჩასაწერად. მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ განაცხადი მთელი წლის განმავლობაში და არა მარტო წლის დასაწყისში. ასევე სკოლას ემსახურება ავტობუსი და აქედან გამდინარე მათთვის ვინც   მოშორებით ცხოვრობენ არ არსებობს მანძილის პრობლემა.

ინტერკულტურული სკოლის მოსწავლეებისთვის თავიდან ენის ცოდნა არ არის სავალდებულო. ერთ კლასში შეიძლება იმყოფებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც დაიბადნენ  საბერძნეთში და ისინიც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ ქვყანაში. სკოლაში ყველა კლასი და განყოფილება მუშაობს დამოუკიდებლად, თითოეული ბავშვის ცოდნისა და შესაძლებლობების შესაბამისად.  ბევრი ბარიერების და განსხვავებების მიუხედავად ბავშვები ყოველთვის ნახულობენ გზას და გამოსავალს იპოვონ მეგობრები თამაშით, უფროსების დახმარების გარეშე.

ბევრი რამ ვისწავლე პალიო ფალიროს მუნიციპალიტეტის ინტერკულტურულ სკოლაში მუშაობის პერიოდში, გვიამბობს ფოტინი. ვისწავლე 5 ენაზე „დილა მშვიდობის“ თქმა და გავსინჯე თითქმის ყველა ქვეყნის ტრადიციული საკვები სასკოლო ზეიმების და ღონისძიებების დროს. „მოჰამედის დედამ სახლში მიმიწვია და არაბული ყავით და ოჯახური ფალაფელით გამიმასპინძლდა. ფაროსმა მასწავლა თუ როგორ ცეკვავენ თავის ქვეყანაში-ეგვიპტეში. ნარომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თავის პირველ გიტარის კონცერტზე მიმიწვია. პროგიამ არაჩვეულებრივი საჩუქრები ჩამომიტანა ბანგლადეშიდან. ვიქტორმა – უკრანიიდან თავისი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გამიზიარა ბერძნულ ფილმში მთავარი როლის თამაშის შემდეგ“ – ყვება ფოტინი. მიუხედავად ასეთი არაჩვეულებრივი მომენტებისა, ყველაზე არსებითი და მთავარი რაც ვისწავლე და გავიგე ისაა, რომ არ უნდა ვეძიოთ ადამინებს შორის განსხვავებები, რადგანაც ყველა ბავშვს ერთი საერთო რამ აერთიანებს და ახარებს: სიყვარული, უსაფრთხოება და მიღება!

 

 

 

 

Υπάρχει πρόβλημα με τα χαρτιά σας;
Ρωτήστε τον ΟΥΜ πώς να το λύσετε:

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Δικαιούστε Ελληνική Ταυτότητα;
Αποκτήστε την τώρα!

Παιδί γεννημένο στην Ελλάδα?
Μάθε πως θα βγάλεις Ιθαγένεια.

ΘΕΛΩ ΝΑ ΜΑΘΩ ΓΙΑ ΤΑ ΣΕΜΙΝΑΡΙΑ

Θέλω έκπτωση 30% στις μεταφράσεις

Keni problem me dokumentet tuaja?
Pyetni OYM se si ta zgjidhë:

Perfitoni Shtetesi greke
Mëso se si për të marrë shtetësinë greke

اگر آپ کے کاغزات میں کوئ مسلہ ہے یہاں پھر آپ کوپہلی دفہ
کاغزات بنوانیں ہیں او ۔و۔م۔ سے راپط کریہں

مفت اپ ڈیٹ!
رہائشی اجازت نامہ حاصل کرنے کے لئے کس طرح معلومات حاصل کریں:

هل لديك الحق في الحصول على الهوية اليونانية!
؟احصل علها الان

ولدالطفلفياليونان؟
تعلمكيفيةالحصولعلىالجنسية.

هل توجد أية مشكلة في أوراقك؟
إسألوا مُنظمة دعم المُهاجرين كيف تحلونها:

გააქვთ პრობლემა თქვენს საბუთებთან დაკავშირებით?
მოგვმართეთ OYM-ი გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას

[formidable id=8]

უფასო ინფორმაცია!
გაიგეთ თუ როგორ მიიღოთ საბერძნეთის მოქალაქეობა:

[formidable id=7]

Узнайте, как получить вид на жительство!


Scroll to Top