fbpx

ბოლო შანსი მათთვის, ვისაც უარი ეთქვა თავშესაფარზე!

ყოველდღიურად  ასობით ემიგრანტი  მიმართავს თავშესაფარის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა მიიღონ თავშესაფარი, საბუთი  რომელიც საშუალებას აძლევს მათ  დარჩნენ და იცხოვრონ  ლეგალურად  ჩვენს ქვეყანაში.   ათასობით ემიგრანტი, მიუხედავად ამისა, ხედავს, რომ მათი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი უარყოფილია და ხშირ შემთხვევაში არც კი იციან თუ  რატომ! თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, გამოიყენეთ  სწორად, მეორე შანსი, რომელსაც  კანონმდებლობა გაძლევთ უარყოფოთი  პასუხის  გასაჩივრებით და დაიბრუნეთ უკან თქვენი საბუთები რომ იცხოვროთ ლეგალურად საბერძნეთში .

იმიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ, მიმართოთ კომპეტენტურ სამსახურს და გაასაჩივროთ პირველად მიღებული უარყოფითი პასუხი, თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით საბერძნეთში.

მაგრამ ახალი გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ იურისტის მეშვეობით შეგიძლიათ გაასაჩივროთ და მოიპოვოთ საბერძნეთში თავშესაფრის მიღების კიდევ ერთი შანსი. ასევე, სანამ მიგრაციისა და თავშესაფრის  სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენს საქაღალდესთან დაკავშირებით, თქვენ უკან დაიბრუნებთ თქვენს თეთრ ბარათს, რათა საბერძნეთში იმოღვაწეოთ ლეგალურად და შიშის გარეშე.

ეს  გადაწყვეტილება  გაძლევთ ბოლო შანსს  რომ მიიღოთ თავშესაფარი საბერძნეთში.  მაგრამ,  ამისათვის  საჭიროა რომ გადავდგათ სწრაფი ნაბიჯები და არ დავკარგოთ  დრო.

ΟΥΜ-ში  ყოველდღიურად   ვმუშაობთ და ვეხმარებით ასობით ემიგრანტს, რომელთაც  სურთ  რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი გამოცდილება და  ჩვენი სრულად ინფორმირებული იურიდიული ჯგუფი  თქვენს გვერდით არის, რომ მოგაწოდოთ  ყველა საჭირო  ინფორმაცია  და დაგეხმაროთ რომ  მიიღოთ თავშესაფარი საბერძნეთში.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება  პროცესი?

თუ თქვენ პირველი უარყოფითი პასუხი მიიღეთ თავშესაფრის კომპეტენტური სამსახურიდან, შესაძლებლობა გაქვთ იურისტის დახმარებით გაასაჩივროთ მიღებული პასუხი, რომ ისევ განიხილოს თქვენი საქმე . ამ პროცესის დაწყებით, თქვენ უკან დაიბრუნებთ თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის საბუთს. ამ გზით, თქვენ შეძლებთ ლეგალურად დარჩეთ საბერძნეთში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, სანამ თავშესაფრის კომპეტენტური სამსახური ისევ არ განიხილავს თქვენს საქაღალდეს. გასაჩივრების გაკეთება არ შეგიძლიათ თქვენ მარტო, გასაჩივრების პროცესი შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იურისტის დახმარებით.
თქვენი საქმე განიხილება   დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ, არ იქნება საჭირო რომ გაიაროთ გასაუბრება, მაგრამ აუცილებელია პროცესი მოხდეს მხოლოდ  იურისტის დახმარებით!

რატომ გავასაჩივრო როცა გადაწყვეტილება ამბობს, რომ, არ მაღიარეს არც ლტოლვილად და არც დაუცველ პიროვნებათ?

პირველად თქვენ შეიძლება წარმატებით ვერ გაიარეთ ინტერვიუ, რადგან გასაუბრების დროს ნათლად უნდა აჩვენოთ სახელმწიფოს, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ლტოლვილის სტატუსი ან დამხმარე დაცვა. ჩვენი დახმარებით, ეხლა უკეთესად მოემზადებით, ჩვენ შევქმნით  თქვენს საქაღალდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციით, რომლებიც საჭიროა დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

რამდენი დრო მაქვს, რომ შევძლო გასაჩივრება?

თუ თქვენს განაცხადზე უარყოფითი პასუხი მიღებული გაქვთ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გასაჩივრების პროცესი, ეს თქვენი ბოლო შანსია, რომ შეძლოთ და დაიბრუნოთ უკან  თქვენი თავშესაფრის ბარათი და იყოთ საბერძნეთში ლეგალურად.

სად ხდება გასაჩივრება?

გასაჩივრება ხდება თავშესაფრის კომპეტენტურ სამსახურში და მხოლოდ იურისტის მიერ! თქვენ არ შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ეს პროცესი,  რადგან თქვენს განცხადებაში  აუცილებლად უნდა იყოს მითითებული იურისტის  სახელი. თქვენი საქაღალდე უნდა განიხილოს იურიდიული განყოფილების მიერ, რომ შედგეს და  მომზადდეს გასაჩივრებისთვის  საჭირო იურიდიური  დოკუმენტები.

სად შემიძლია მიმართვა?

ჩვენს სპეციალიზირებულ იურიდიულ ჯგუფს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს  მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით,  ჩვენი იურიდიული გუნდი აწარმოებს მთელ პროცესს თქვენთვის!  ჩვენი მხარდაჭერით, შანსი რომ უკან დაიბრუნოთ თავშესაფრის ბარათი  მნიშვნელოვნად იზრდება, ასევე თქვენს გვერდით ვართ, რომ დაგეხმაროთ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებაში და სწორად მომზადებაში.

ჩვენგან მუდამ ინფორმირებული ხართ თუ რა ეტაპზე იმყოფება თქვენი საქმე,  თავშესაფრის სამსახურიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და რა თქმა გეხმარებით რომ დაიბრუნოთ უკან თქვენი თეთრი ბარათი  და იცხოვროთ და იმოღვაწეოთ საბერძნეთში ყოველგვარი სტრესის გარეშე!

ნუ დაკარგავთ შანს რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება საბერძნეთში!

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 211-1883711 ან ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელში ( Messenger (მესინჯერში) , viber ( ვაიბერზე),  WhatsApp (ვაჩაპზე )). ΟΥΜ-ის გუნდი მუდამ თქვენს გვერდით არის  და მზად არის  თქვენს დასახმარებლად რომ   დაიწყოთ ახალი ცხოვრება საბერძნეთში!

Υπάρχει πρόβλημα με τα χαρτιά σας;
Ρωτήστε τον ΟΥΜ πώς να το λύσετε:

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Δικαιούστε Ελληνική Ταυτότητα;
Αποκτήστε την τώρα!

Παιδί γεννημένο στην Ελλάδα?
Μάθε πως θα βγάλεις Ιθαγένεια.

ΘΕΛΩ ΝΑ ΜΑΘΩ ΓΙΑ ΤΑ ΣΕΜΙΝΑΡΙΑ

Θέλω έκπτωση 30% στις μεταφράσεις

Keni problem me dokumentet tuaja?
Pyetni OYM se si ta zgjidhë:

Perfitoni Shtetesi greke
Mëso se si për të marrë shtetësinë greke

اگر آپ کے کاغزات میں کوئ مسلہ ہے یہاں پھر آپ کوپہلی دفہ
کاغزات بنوانیں ہیں او ۔و۔م۔ سے راپط کریہں

مفت اپ ڈیٹ!
رہائشی اجازت نامہ حاصل کرنے کے لئے کس طرح معلومات حاصل کریں:

هل لديك الحق في الحصول على الهوية اليونانية!
؟احصل علها الان

ولدالطفلفياليونان؟
تعلمكيفيةالحصولعلىالجنسية.

هل توجد أية مشكلة في أوراقك؟
إسألوا مُنظمة دعم المُهاجرين كيف تحلونها:

გააქვთ პრობლემა თქვენს საბუთებთან დაკავშირებით?
მოგვმართეთ OYM-ი გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას

Mono tilefono Georgrians kalos irthate

უფასო ინფორმაცია!
გაიგეთ თუ როგორ მიიღოთ საბერძნეთის მოქალაქეობა:

Mono tilefono Georgrians ithagenia

Узнайте, как получить вид на жительство!


Scroll to Top