fbpx

„ ერთად“ ყველაფერი ძალიან მარტივია

ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი სკეჩიდან დაიწყო.

ერთ დღეს მამამ თავის ბიჭს ჰკითხა:
– შვილო თქვენს სკოლაში სწავლობენ ემიგრანტები?
შვილმა კი მთელი სერიოზულობით უპასუხა:
– არა მამა…. მხოლოდ ბავშვები სწავლობენ!

და ასე აღმოვჩნდი ამ დაწყებით სკოლაში – ტავროში. სულმოუთმენლად ველოდებოდი შესვენებას. ზარის დარეკვამ კი ჩემი მოსწავლეობის წლები გამახსენა.
არაფერი იყო შეცვლილი… გამოცვივდნენ ბავშვები სკოლის ეზოსკენ ყვირილითა და სიცილ-კისკისით. ისისნი ძალიან განსხვევებულები იყვნენ ერთმანეთისგან.
შევეცადე მომესმინა რას ლაპარაკობნენ, მაგრამ ვერაფერი გავიგე, საუბრობდნენ რამოდენიმე უცხო ენაზე და ზოგიერთი აქედან ჩემთვის არც კი იყო ნაცნობი!
მიუხედავად ამისა შევნიშნე, რომ ბერძენი ბავშვებისა და მათი ურთიერთობა ძალიან უბრალო და ჰარმონიული იყო… ფლობნენ რაღაც მაგიურ ხერხს გაეგოთ ერთმანეთის და დაე არ სცოდნოდათ ენა. ყველა ერთმანეთს თავის წილ ცოდნას უზიარებდა. ემიგრანტების შვილები თავისი ბერძენი თანატოლებისაგან ბერძნულ სიტყვებს სწავლობნენ და შესაბამისად ასწავლიდნენ მათ თავის მშობლიურ ენებს…

გაოგნებული დავრჩი ამ მულტიკულტურული „ბავშვთა სათამაშო მოედნის“ შემყურე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს საკუთარ შვილებს ვუურებდი მოთამაშეებს სკოლის ეზოში.
უცბათ ჩემსკენ წამოსულმა ბურთმა „გამომაღვიძა“, რომელიც ეს-ეს იყო მომხვდებდა… დავიჭირე და მზად ვიყავი, რომ სკოლის ეზოსკენ ბავშვებისთვის მესროლა, როცა შენიშნე ჩემსკენ წამოსული ორი ბავშვი და შევჩერდი. მივეცი ბურთი. გახარებულმა ბერძენმა ბავშვმა რაღაც გადაუჩურჩულა თავის ამხანაგს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ უცხოელი იყო.

„ ფხარისტო“ მითხრა ერთმა და გამიღიმა ( მოგვიანებით შევიტყვე, რომ ნაზიმი ერქვა, იყო 8 წლის და წარმოშობით სირიიდან ), რაც შეეხება დიმიტრის (მეორე ბავშვს, ესეც 8 წლის) სიცილი-ხარხარით ამოღერღა „საკარ“ (ან რაღაც ამის მსგავსი თუ არ ვცდები) და გამეცალნენ…
რამოდენიმე საათი დავყავი ტავროში ამ მულტიკულტურულ დაწებით სკოლაში, გავესაუბრე მასწავლებლებს და ბავშვებს, იქიდან მომავალს კი ამეკვიატა ერთი აზრი თუ როგორი ჰარმონიული და უბრალო შეძლება იყოს ადამიანთა თანაცხოვრება.

ნამდვილად შეიძლება იყოს ჰარმონიული, როდესაც გონება – მახვილია და გული კი ღია და მგრძნობიარე.

Υπάρχει πρόβλημα με τα χαρτιά σας;
Ρωτήστε τον ΟΥΜ πώς να το λύσετε:

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Δικαιούστε Ελληνική Ταυτότητα;
Αποκτήστε την τώρα!

Παιδί γεννημένο στην Ελλάδα?
Μάθε πως θα βγάλεις Ιθαγένεια.

ΘΕΛΩ ΝΑ ΜΑΘΩ ΓΙΑ ΤΑ ΣΕΜΙΝΑΡΙΑ

Θέλω έκπτωση 30% στις μεταφράσεις

Keni problem me dokumentet tuaja?
Pyetni OYM se si ta zgjidhë:

Perfitoni Shtetesi greke
Mëso se si për të marrë shtetësinë greke

اگر آپ کے کاغزات میں کوئ مسلہ ہے یہاں پھر آپ کوپہلی دفہ
کاغزات بنوانیں ہیں او ۔و۔م۔ سے راپط کریہں

مفت اپ ڈیٹ!
رہائشی اجازت نامہ حاصل کرنے کے لئے کس طرح معلومات حاصل کریں:

هل لديك الحق في الحصول على الهوية اليونانية!
؟احصل علها الان

ولدالطفلفياليونان؟
تعلمكيفيةالحصولعلىالجنسية.

هل توجد أية مشكلة في أوراقك؟
إسألوا مُنظمة دعم المُهاجرين كيف تحلونها:

გააქვთ პრობლემა თქვენს საბუთებთან დაკავშირებით?
მოგვმართეთ OYM-ი გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას

[formidable id=8]

უფასო ინფორმაცია!
გაიგეთ თუ როგორ მიიღოთ საბერძნეთის მოქალაქეობა:

[formidable id=7]

Узнайте, как получить вид на жительство!


Scroll to Top