რამოდენიმე წლის წინ ათენის ცენტრში -კოლონოში ემიგრანთტა საკვირაო სკოლა ამოქმედდა, სადაც მოზარდებისთვის ბერძნული ენის გაკვეთილებს მოხალისე მასწავლებლები ატარებენ.
შაბათ-კვირას სკოლა გვაქვს! ყოველ შაბათ-კვირას ემიგრანტთა საკვირაო სკოლაში ბერძნული ენის გაკვეთილებს მოხალისე მასწავლებლები და სტუდენტები (ვისაც ენის სწავლების უფლება აქვთ) ატარებენ. სწავლება ყოველწლიურად ორ ეტაპადაა გაყოფილი: ოქტომბრიდან – თებერვლის და მარტიდან-ივნისის ჩათვლით. სკოლაში ჩაწერვა შესაძლებელია სკოლის მდივანთან ყოველი წლის სექტემბრისა და თებერვლის თვეებში. საკვირაო სკოლაში ყველას შეუძლია ბერძნული ენის შესწავლა ყოველგვარი ხარჯების გარეშე, რადგანაც სწავლება უფასოა.
ყველა ჩვენთაგანს პირველად უცხო ქვეყანაში მეტ-ნაკლებად შეექმნა სირთულეები. დავდექით სხვადასხვა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე. თუმცა არც ისე ადვილი გახდა ჩვენი ყოფიერება მარტო ენის სწავლის შემდეგ. თანდათან გავიცანით და შევიძინეთ ახალი ბერძენი და სხვა უცხოელი მეგობრები, გავთვითცნობიერდით, გავხდით მეტად ორიენტირებულები ქალაქში და ვიშოვეთ უკეთესი სამსახურები. ამ ხნის განმავლობაში, უკეთესი მომავლის ძებნის მცდელობაში ჩვენი დამხმარე და მრჩეველი ΟΥΜ იყო.
ბევრი თქვენგანი უკვე მრავალი წელია იმყოფება საბერძნეთში და ბუნებრივია უკვე კარგად ფლობდეს ენას, საუბრობდეს, კითხულობდეს და წერდეს ბერძნულად, მაგრამ შეძლება გყავდეთ გვერდით გაჭირვებული ამხანაგები, რომლებიც დახმარებას საჭიროობენ და სწავლის შესაძენად უძლურნი არიან გადაიხადონ თანხები. მათთვის არაჩვეულებრივი შანსია ემიგრატთა საკვირაო სკოლა, რომ მათი ცხოვრება და ყოველდღიურობა შედარებით იოლი გახდეს.
გვახსოვდეს მუდამ და არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ვფლობთ ენას ურთერთობაც და ნებისმიერი საკითხის მოგვარებაც უფრო იოლი და შესაძლებელია.