პირადობის მოწმობა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ სახელმწიფო დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია არა მარტო ნებისმიერ საჯარო სტრუქტურაში არამედ მთელ რიგ ინსტანციებში.
საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირველი რაც უნდა გააკეთოს მოქალაქემ ეს არის შესაბამისი საბუთების წარდგენა პირადობის მოწმობის გასაცემად. Oym.gr და მისი კვალიფიციური ადვოკატები ნებისმიერი მოქალაქის განკარგულებაშია, ვისაც სურს გახდეს ამ „ჯადოსნური“ დოკუმენტის მფლობელი, რომელიც ასეოდენ საჭიროა საჯარო სტრუქტურებში, საბანკო დაწესებულებებში, ასევე ხელშეკრულებების გასაფორმებლად კერძო მეწარმეებს შორის.
მოქალაქეობის დამტკიცების შემდეგ აუცილებელია დაიცვათ შემდეგი პროცედურა:
– განაცხადი მუნიციპლიტეტის მერიაში მოსახლეობის რეესტრში ჩასაწერად.
– ბინადრობის ნებართვის გაუქმება. ეს კეთდება საემიგრაციო სამსახურში და პროცესი საჭიროებს 10 სამუშაო დღეს.
– განაცხადი მოქალაქეების მდგომარეობის ჩამწერ რეესტრში დაბადების მოწმობის მისაღებად. პროცესი საჭიროებს 7-15 სამუშაო დღეს.
მას შემდეგ, რაც მოქალაქე მიიღებს ყველა ამ დოკუმენტებს შეუძლია მიიღოს პირადობის მოწმობა ქვემოთ მოყვანილი საბუთების წარდგენით:
• გადაწყვეტილება, რომ მიღებული აქვს საბერძნეთის მოქალაქეობა.
• პასპორტი (პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს ძალაში).
• ბინადრობის ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება პერიფერიული უწყებიდან.
• დაბადების მოწმობა.
• საგადასახადო დეკლარაცია ან კომუნალური მომსახურების გადასახადის ქვითარი, რომელიც ადასტურებს მუდმივ საცხოვრებელს.
• 2 ფოტოსურათი
• და ბოლოს ერთი ბერძენი მოწმე რომელიც დაადასტურებს ზემოთ ჩამოთვლილს.