ვისაც გვიცხოვრია სხვა ქვეყანაში სადაც არ დავბადებულვართ კარგად ვიცით, რომ უცხო ენის ათვისების საუკეთესო გზა კითხვაა. ყველაზე უკეთესი კი – წავიკითხოთ ის, რაც მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენთვის, ემიგრაციის საკითხები. ასეთი მიდგომით და ახალი ენის შესწავლით ვეცნობით ისტორიას, ვიგებთ ახალ ამბებს მიმდინარე პროცესების შესახებ და ვეუფლებით საჭირო ინფორმაციას.
„ბიჭი ჩემოდანით“, ეს არის ქსენია კალოგეროპულოს წიგნი ვასილი სელიმას არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით, დაწერილი ემიგრაციის თემაზე, რომელიც იმსახურებს როგორც მოზარდების ასევე პატარების დიდ ყურადღებას. წიგნი დაწერილია ინგლისელი დრამატურგის მაიკ კენის სპექტაკლის მიხედვით. მასში მოთხრობილია პატარა ნაზის ოცნებები, იმოგზაუროს მთელი მსოფლიოს გარშემო, როგრც მისმა საყვრელმა გმირმა – მეზღვაურმა სავახმა. მაგრამ როდესაც იწყება ომი მის სამშობლოში, მას და მის ძმას მშობლები ბერლინში აგზავნიან და თავდაგასავალიც იწყება.
იან გოლდინის, ჯეფრი კამერონის და მირა ბალარაძანის წიგნში „ისინი არ არიან ჩვენნაირები“ საუბარია იმის შესახებ, რომ მიგრაციის პრობლემა, არ არის დღევანდელი ფენომენი. იგი ისეთივე უხსოვარი და ძველია, როგორც თვით კაცობრიობა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული რეაქციები, დროთა განმავლობაში ყველაფერი ძირეულად იცვლება და ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ამ გზით ვითარდება და ყალიბდება უკეთესი საზოგადოება. მიგრაციას ბევრი სარგებელი მოაქვს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ვტოვებთ, იმ ქვენისთვის სადაც მივდივართ, ჩვენთვის- ემიგრანტებისთვის. ქვეყნებს, რომლებსაც გათვითცნობიერებული აქვთ ეს ყველაფერი და ანალოგიურად წარმართავენ თავიაანთ პოლიტიკას სამომავლოდ მოგებულნი დარჩებიან.
კლერ როდიეს და კატრინ პორტვენის წიგნში „ლტოლვილები და დევნილები“ ადამინების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილების ძირითადი საკითხებია განხილული. ვინ არიან ლტოლვილები და ვინ დევნილები. რამდენია მათი საერთო რაოდენობა და საიდანაა მათი წარმოშობა. როგორია მათი უფლებები და რა უნდა გააკეთონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მათ მიიღებენ. ეს არის წიგნი დაწერილი კითხვა-პასუხის სტილში, რომელიც ყოველ ჩვენგანს ეხება და გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ და გავითავისოთ, რომ მიგრაციის საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა და რეაგირება პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმასთან თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ.