რთულია იმყოფებოდე და ცხოვრობდე ქვეყანაში სადაც არ დაბადებულხარ. პირველი, რაც უნდა გააკეთო, რომ შეიმსუბუქო შენი ახალი ცხოვრება, უნდა ისწავლო ამ ქვეყნისა და ხალხის ენა და ადათ-წესები. ეს კი რა თქმა უნდა თავიდან გულიანი სიცილის მომგვრელია ხოლმე თქვენთვისაც და მათთვისაც.
ჩემი ცხოვრების მანძილზე მეც მერგო წილად ემიგრაციაში – დიდ ბრიტანეთში წასვლა, სადაც დავყავი ათი წელიწადი. პირვლად გლაზგოში – შოტლანდიაში გავჩერდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვფლობდი საკმარისად ენას და შემეძლო ხალხთან იოლად შევსულიყავი ურთიერთობაში. არავის გაუფრთხილებივარ, რომ შოტლანდიელები ისევე, როგორც ჩვენთან საბერძნეთის ბევრ სოფლებში, კვეცავენ სიტყვებს და აქედან გამომდინარე ერთი შოკოლადის ყიდვას მაღაზიიდან მთელი ერთი კვირა მოვანდომე ჩემი გამოუცდელობის გამო.
თავიდან არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს ჩემს ახალ ქვეყანაში, სანამ ჩემი უცოდინრობით ერთი უჩვეულო ამბავი არ დამემართა . დიდ ბრიტანეთში მძღოლი, მანქანაში – საჭესთან მარჯვნივ ჯდება მე კი შეჩვეული ვიყავი ჩვენებურად მარცხნივ და ასე ავღმოჩნდი ჩემი სახლის (რომელშიც ვცხოვრობდი ) მეპატრონის, კალთაში. ჩემი თავდაპირველი სირცხვილი სიცილში გადაიზარდა, როდესაც მან ჩემს შეცდომაზე გულიანად გადაიხარხარა და არც კი განერვიულებულა და შემოუხედია უცნაურად-ეჭვის თვალით.
უდავოა და სრული ჭეშმარიტებაა, რომ იდეალური პირობები არსად არ არსებობს. სირთულებიის წინაშე დგომა ყველგვან გვიწევს, როგორც ჩვენს სამშობლოში ასევე ემიგრაციაში. გამოსავალი კი იმის ცოდნაა თუ როგორ გადავლახოთ ყველაფერი დროულად და სწრაფად. მოვიძიოთ დახმარება მათგან ვინც იცის, კომპეტენტური პირებისგან და ორგანოებისგან, რომლებიც დაიცავენ ჩვენს ინტერესებს და უზრუნველყოფენ მათ კანონიერების ფარგლებში. საბერძნეთში ასეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს BCLA-ის ემიგრანტთა მხარდაჭერის ორგანიზაცია ΟΥΜ – თანამედროვე იურიდიული ფირმა, ენერგიული და მებრძოლი ადვოკატებით, რომლებიც ყველაზე უმწეო და დაუცველების გვერდში დგანან ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. მთავარია და უპირველესი, რომ არ ვიყოთ იზოლირებულნი. ჩემი ემიგრაციაში ცხოვრებისა და მუშაობის პერიოდში ყველაზე საუკეთესო რჩევა, რომელიც მოვისმინე და გავითავისე იყო ის, რომ არასოდეს არ უნდა მოვერიდოთ და ავიცილოთ თავიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პირიქით უნდა ვეცადოთ გავიცნოთ , შევიდეთ კონტაქტში, მოვიპოვოთ მათი ნდობა, რადგან ასეთი მიდგომით არა მარტო სწრაფად ავითვისებთ ჩვენი ახალი ქვეყნის ენას, არამედ გავიცნობთ და დავუახლოვდებით მათ კულტურასა და ადათ-წესებს. კიდევ უფრო უკეთესი და სასურველია ვასწავლოთ მათთაც ჩვენი მხრიდან ჩვენი ტრადიციები და წესები, სწორედ ასეთი ინფორმაციების გაცვლა არის არსი მულტიკულტურალური საზოგადოებისა, რადგანაც, მე, რომ არ გავხსნილიყავი იმ ადამინებთან ვინც გავიცანი, ნამდვილად არ მეცოდინებოდა მომზადება არც საუკეთესო ინდური კერძის და არც რუსული ტრედიციული ტკბილეულის.