სარეკლამო რგოლი, რომელიც გაკეთდა გერმანული ლუდის „Budweiser“-ის კომპანიისგან ყველაფერს ნათლად იძახის ემიგრაციის შესახებ და ბრაზს გვრის ამერიკელებს, რომლებმაც ტრამბს მისცეს ხმა წლევანდელ არჩევნებში.
ამერიკა “ემიგრანტების ქვეყანაა”, განაცხადა ერთხელ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯონ ფიჯერალდ კენედიმ და ძალიან სწორედაც. დღეს კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რესპუბლიკელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეთაურობით აღმართა კედლები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ემიგრანტებისთვის ამერიკაში შესასვლელ ერთადერთ კრიტერიუმად რელიგია დატოვა.
პრობლემები ძირითადად არაბული ქვეყნის მოქალაქეებს და მუსულმანებს შეექმნათ მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობენ და ადრე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ სამართლებრივ უწყებებთან.
მაგრამ „Budweiser“-ის სარეკლამო რგოლმა, რომლის ჩვენებაც სულ ახლახანს SuperBowl-ის ფინალურ მატჩზე მოხდა, რომლიც წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებად ითვლება, თქვა თავის სათქმელი, რომელსაც მხარს უჭერს ემიგრანტთა მხარდაჭერის სამსახური ΟΥΜ: რომ, მიუხედავად ჩვენი წარმომავლობისა, ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ჩვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ.
„Budweiser“-ის სარეკლამო რგოლი, რომელიც ნაჩვენები იყო SuperBowl-ის ფინალურ მატჩზე „Born the Hard Way“ სათაურს ატარებს და 60 წამი გრძელდება. აღნიშნული დროის განმავლობაში ვიდეორგოლში ნაჩვენებია 1957 წელს ერთი გერმანელის მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. „არავის არ უნდიხარ აქ, დაბრუნდი შენს სამშობლოში“ ჩაესმის ფეხის პირველი დაბიჯებისას ამერიკულ მიწაზე. ეს არის Adolphus Busch-ის დღეისთვის ყველასთვის კარგად ცნობილი ლუდის „Budweiser“-ის ერთ-ერთი დამუძნებელის ისტორია, რომელმაც Eberhard Anheuser-თან ერთად ბევრი წვალების, ძალისხმევის და მსხვერპლის გაღების შედეგად სისრულეში მოიყვანა საკუთარი ამერიკული ოცნება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რგოლის ჩვენება, რადგანაც იგი მილიონობით ხალხმა ნახა მსოფლიოში და ამასთანავე მასში გადმოცემული იყო ის ყოველდღიური გასაჭირი და განსაცდელი, რომელსაც საკუთარ თავზე განიცდიან ჩვენი თანამემამულენი და მათთან ერთად ჩვენც.
ჩვენ კი გვრჩება იმედი, რომ ვინც ეს ვიდეორგოლი ნახა შეიცვლიან გონებას და შეხედულებებს…