იანნის ადეტოკუმბო რამოდენიმე წლის წინ სპორტულ ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს ათენის სტადიონებზე დგამადა. დღეს იგი NBA–ს ყველაზე პოპულლურ მოთამაშეთა შორისაა და მილვუკი ბაკსის (Milwaukee Bucks) გუნდში თამაშობს…
მთელი მსფოლიო მისი სპორტული ტალანტის შესახებ საუბრობს და იმედოვნებს, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს. იანნიც და მისი ძმაძ თანასის ადეტოკუმბო, რომლებიც აშშ-ს ჩემპინატებში წარმატებებით გამოირჩევიან ემიგრანტების შვილები არიან, რომლებიც წლების წინ უკეთესი ცხოვრების ძიებაში ჩამოვიდნენ საბერძნეთში ნიგერიიდან, ისევე როგორც მარავალ სხვას მათთაც დროდადრო ΟΥΜ -ს მხარდაჭერა ჰქონდათ.
უმრავლესობისთვის კარგადაა ცნობილი თუ რა სიძნელეები, სიღარიბე და რაციზმი გამოიარა ადეტოკუმბოს ოჯახმა საბერძნეთში. ბიჭებს ხშირად უწევდათ ქუჩებში დგომა და წვრილმანებით ვაჭრობა, რომ ოჯახს ეკონომიკურად დახმარებოდნენ. თუმცა ყოველივე ამას არ მოუხდენია გავლენა რომ მათ საბერძნეთი არ შეეყვარებინათ ან სპორტით არ დაკავებულიყვნენ, რამაც ასეთი პოპულალურები გახადა. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე იანნისი და თანასი ადეტოკუმბოები გვიამბობენ ემიგრატთა იმ რთულ გასავლელ გზას უკეთესი ცხოვრების ძიებაში, რაც მათ გამოიარეს და სთხოვენ ბერძენ მოქალაქეებს არ დაიზარონ არასოდეს ემიგრანტების დახმარება.
„უნდა გვესმოდეს, რომ ემიგრატების უმრავლესობის 85%-90% მოდიან, რადგანაც მათ ქვეყნებში თითქმის არ არსებობს ცხოვრება. ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეგვეძლოს თუნდაც ერთი ჩახუტებით ჩვენი მოძმის დახმარება. საქმე მარტო ლტოლვილებში არაა, შენს მოძმეს უნდა დაეხმარო“ ამბობს თანასის ადეტოკუმბო.
თავის მხრიდან იანნის ადეტოკუმბომ უსურვა ყოველივე საუკეთესო ყველას, ვინც სირთულეებს უმკლავდება და მოუწოდა ხალხს დაეხმარნონ შეძლებისდაგვარად. თავისი ოჯახის ისტორიის შესახებ კი გვითხრა: „ ჩვენ არ ვართ მაგალითი მხოლოდ ემიგრანტებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თუ ვინმეს სწამს თავისი ოცნების და მიზნების და სურს მათი განხორცილება, არ უნდა შეჩერდეს არასოდეს და უნდა განაგრძოს ჭიდილი ცხოვრებასთან. ჩვენ სამი წელიწადი არაა რაც დავიწყეთ ბრძოლა პრობლემების წინაღმდეგ, სამი წლის წინ თქვენ გავიცანით, ჩვენ კი 25 წელიწადია ამ დღეში ვართ. ბევრი ბარიერები იქნება, საკმაო დრო დაიხარჯება, მსხვერპლის გაღებაა საჭირო, ოფლის, სისხლის, ცრემლის ღვრა სასურველი შედეგის მისაღწევად. იტირებ, გამწარდები, მაგრამ როდესაც დაინახავ შედეგს არაჩვეულებრივი განცდა დაგეუფლება. შენც გექნება ჩემი მსგავსი ისტორია, რომელსაც ახლა გიყვები და ჟრუანტელი დაგივლის სხეულში.“
თქვენ იცით, სხვა რომელიმე წარმატებული ისტორია?
გსურთ მოგვწეროთ რაიმე ისტორია, რომელიც თქვენი აზრით იმსახურებს გამოქვეყნებას?
გამოგვიგზავნეთ ტექსტი support@oym.gr-ზე