fbpx

ემიგრანტების შვილები, რომლებმაც საბერძნეთის დროშა მაღლა ასწიეს

დიახ, ემიგრანტების შვილები არიან , რომლებიც გამოირჩევიან  სპორტული მიღწევებით და მკერდზე ლურჯ-თეთრი ფერები აირჩიეს ტურნირებში გასასვლელად. ძმები ადეტოკუმბოები საბერძნეთში დაიბადნენ. მათი მშობლები უკეთესი ცხოვრების ძიებაში ნიგერიიდან ჩამოვიდნენ. იანნისი ზოგრაფოს სპორტული კლუბიდან დღეს უკვე მილვუკი ბაკსის (Milwaukee Bucks) ლიდერი და  All Star Game -ის პირველი ბერძენი მოთამაშეა ატლანტიკის მეორე მხარეზე. თავის ძმასთან თანასისთან ერთად ეროვნული კალათბურთის ნაკრების ძირითადი წევრები არიან, უკვე გამორჩეულები და თვალსაჩინოები… აღარ არიან მარტო…

სტეფანო კაპინო დაიბადა და გაიზარდა საბერძნეთში მისი მშობლები კი ალბანეთიდან არიან. ფეხბურთის გუნდში მეკარის ადგილი უკავია, პანათინაიკოსიდან დაიწყო და დღეს ოლიმპიაკოს გუნდის შემადგენლობაშია. საბერძნეთის ფეხბურთის ეროვნული გუნდების  მოთამაშეა.

მსგავსი შემთხვევაა თითქმის პანაიოტი კონე და ელინი დიმუცუ, რომლებიც ასევე საბრძნეთის ეროვნულ გუნდებში თამაშობენ. ალბანეთში დაიბადნენ და მცირეწლოვან ასაკში ჩამოვიდნენ მშობლებთან ერთად საბერძნეთში. კიდევ ორი ფეხბურთელი წარმოშობით ალბანელი, რომლებმაც საბერძნეთის ფერები აირჩიეს ანდრეას ტატოსი და სოტირის ნინისია.

სოფოკლის სხორციანიტისი, საბერძნეთის კალათბურთის ეროვნული ნაკრების  ძირითადი მოთამაშე  მამით ბერძენია, დედა კი კამერუნიდან ყავს, სადაც  თვითონაც დაიბადა. ათენში დაბადებული ნერი ნიაგუარას მამა ბერძენია, დედა კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა. ნერი ცურვის ჩემპიონია და ბერძნული ფერებით მას მრვალ ტურნირში მოუწია მონაწილეობის მიღება.

როგორც ვხედავთ, სპორტული სამყარო ვერ გაექცა ბერძნული საზოგადოების მულტიკულტურულ  განვითარებას. დღევანდელი თანამედროვე საბერძნეთი მჭიდროდაა დაკავშირებული თავის ემიგრანტებთან. ემიგრანტთა მხარდაჭერის ორგანიაზაცია ყოველდღიურად გვერდში უდგას საბერძნეთში, უკეთესი ცხოვრების ძიებისთვის ჩამოსულ ემიგრანტთა ოჯახებს.

როგორც იანნის ადეტოკუმბომ განაცხადა: „ბერძენია ის, ვინც გრძნობს ამას და უნდა, რომ იყოს ბერძენი“.

 

Υπάρχει πρόβλημα με τα χαρτιά σας;
Ρωτήστε τον ΟΥΜ πώς να το λύσετε:

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Μάθετε πώς θα αποκτήσετε
Άδεια Διαμονής

Δικαιούστε Ελληνική Ταυτότητα;
Αποκτήστε την τώρα!

Παιδί γεννημένο στην Ελλάδα?
Μάθε πως θα βγάλεις Ιθαγένεια.

ΘΕΛΩ ΝΑ ΜΑΘΩ ΓΙΑ ΤΑ ΣΕΜΙΝΑΡΙΑ

Θέλω έκπτωση 30% στις μεταφράσεις

Keni problem me dokumentet tuaja?
Pyetni OYM se si ta zgjidhë:

Perfitoni Shtetesi greke
Mëso se si për të marrë shtetësinë greke

اگر آپ کے کاغزات میں کوئ مسلہ ہے یہاں پھر آپ کوپہلی دفہ
کاغزات بنوانیں ہیں او ۔و۔م۔ سے راپط کریہں

مفت اپ ڈیٹ!
رہائشی اجازت نامہ حاصل کرنے کے لئے کس طرح معلومات حاصل کریں:

هل لديك الحق في الحصول على الهوية اليونانية!
؟احصل علها الان

ولدالطفلفياليونان؟
تعلمكيفيةالحصولعلىالجنسية.

هل توجد أية مشكلة في أوراقك؟
إسألوا مُنظمة دعم المُهاجرين كيف تحلونها:

გააქვთ პრობლემა თქვენს საბუთებთან დაკავშირებით?
მოგვმართეთ OYM-ი გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას

Mono tilefono Georgrians kalos irthate

უფასო ინფორმაცია!
გაიგეთ თუ როგორ მიიღოთ საბერძნეთის მოქალაქეობა:

Mono tilefono Georgrians ithagenia

Узнайте, как получить вид на жительство!


Scroll to Top