საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი ნატურალიზაციის გზით განსხვავდება ბავშვების მიერ მოქალაქეობის მიღებისგან, როგორც გვიხსნის oym.gr-ის კვალიფიციური თანამშრომელი, რადგანაც ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენა სამართლებრივი უწყებიდან, როგორც მოქალაქეობის მომთხოვნი პირის წარმოშობის ქვეყნიდან ასევე საბერძნეთის სამართლებრივი უწყებიდანაც:
საჭირო დოკუმენტები და პირობები:
ემიგრანტი უნდა იყოს სრულწლოვანი ნატურალიზაციის განაცხადის წარდგენის მომენტში.
არ უნდა იყოთ მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბოლო ათი წლის მანძილზე ნატურალიზაციის განაცხადის შეტანისას.
არ უნდა იყოს დაპატიმრებული მინიმუმ ერთი წელი ან არ უნდა იყოს გასამართლებული და მის მიმართ არ უნდა არსებობდეს განაჩენი ისეთ დანაშაულებებზე როგორიცაა: ხელისუფლების შეურაცხყოფა, სამშობლოს ღალატი, განზრახ მკვლელობა და სხეულის სახიფათო დაზიანება, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა და ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საერთაშორისო ფინანსური დანაშაულები და მრავალი სხვა დანაშაული, რომლებზეც ინფორმაციის მიღება შეძლება oym.gr-ის გამოცდილი თანამშრომლებისგან.
არავითარ შემთხვევაში მის მიმართ არ უნდა არსებობდეს დეპორტირების გადაწყვეტილება.
24-03-2005 წლიდან და ნატურალიზაციის განაცხადის შეტანის დღემდე უნდა ცხოვრობდეს მუდმივად და ლეგალურად საბერძნეთში, გამონაკლისია შემთხვევები როდესაც საქმე ეხება ბერძენი მოქალაქის მეუღლეს ან, როდესაც იღებს ბერძენული ეროვნების ბავშვის მშობლის პასუხისმგებლობას.
ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები
უცხოელმა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი მუნიციპლიტეტის მერიაში უნდა შეიტანოს განაცხადი ნატურალიზაციის შესახებ შიგან საქმეთა მინისტრის სახელზე და თან უნდა დაურთოს :
• უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვისაც სურს გახდეს საბერძნეთის მოქალაქე ნატურალიზაციის გზით, წარადგენს განაცხადს ქალაქის მერიაში ან შესაბამის უწყებაში ორი ბერძენი მოქალაქის თანდასწრებით, რომლებიც მოქმედებენ, როგორც მოწმეები (განაცხადის ფორმაში ჩამოთვლილი უნდა იყოს ნატურალიზაციის გზით ბერძნული მოქალაქეობის მიღების მიზეზები)
• პასპორტის ან ნებისმიერი სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
• ცნობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ საბერძნეთში.
• დაბადების მოწმობა ან მისი ექვივალენტური საბუთი, რომელიც გაცემულია პირველი მოქალაქეობის გამცემი ქვეყნის მიერ (თუ უცხოელი დევნილია და არ გააჩნია დაბადების მოწმობა, ამ შემთხვევაში საკმარისია პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გადაწყვეტილების წარდგენა).